თბილისის ტური CU-ის საერთაშორისო სტუდენტებისთვის

16 ოქტომბერი 2023

კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტური და ორგანიზაციული ღონისძიებების სამსახურის ინიციატივით, CU-ის საერთაშორისო სტუდენტებისთვის თბილისის ტური გაიმართა, რომელსაც კავკასიის ტურიზმის სკოლის სტუდენტი ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი ხელმძღვანელობდა.

 

ტური მიზნად ისახავდა საერთაშორისო სტუდენტებისთვის საქართველოს კულტურის გაცნობასა და თბილისის ყველაზე პოპულარული და ისტორიული ადგილების ჩვენებას.