საქართველოს უნივერსიადა 2023

1 დეკემბერი 2023

კავკასიის უნივერსიტეტის  სტუდენტები მონაწილეობას იღებენ საქართველოს უნივერსიადა 2023-ზე. პირველი  შეჯიბრი მიმდინარეობს კალათბურთში. 


აღსანიშნავია, რომ შეხვედრის დაწყებამდე კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორის, არქეოლოგისა და ისტორიკოსის ბატონი ზურაბ ბრაგვაძის ხსოვნას მონაწილეებმა და დამსწრე აუდიტორიამ წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს.


ჩემპიონატის პირველ  დღეს კავკასიის უნივერსიტეტის საკალათბურთო ნაკრებმა დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტი ანგარიშით 39-64 დაამარცხა.

ვულოცავთ ჩვენს გუნდს გამარჯვებას და წარმატებას ვუსურვებთ მომავალ თამაშებზე.