საქართველოს უნივერსიადა 2023 ბოულინგში

29 დეკემბერი 2023

28 დეკემბერს, საქართველოს უნივერსიადა 2023 ჩატარდა ბოულინგში. შეჯიბრი გაიმართა ქალთა შორის, სადაც კავკასიის უნივერსიტეტმაც მიიღო მონაწილეობა.

 

შეჯიბრი იყო ინდივიდუალური და 32 სტუდენტიდან ფინალში იასპარეზა 8 მონაწილემ, მათ შორის კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტმა ალინა ახმედოვამ.