5 ოქტომბერს, კავკასიის უნივერსიტეტის სპორტულ მოედანზე, ფრენბურთის ჩემპიონატი „CU CUP 2024“ დაიწყო, რომელიც 4 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. ჩემპიონატი გახსნა და მონაწილეებს სიტყვით მიესალმა კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტი კახა შენგელია.
ჩემპიონატის საფინალო შეხვედრა უნივერსიტეტის მოედანზე დღეს გაიმართა.
„CU CUP 2024“-ის გამარჯვებული კავკასიის ბიზნესის სკოლის (CSB) გუნდი „STARS“ გახდა, რომელსაც გადაეცა ჩემპიონატის გარდამავალი თასი. მეორე ადგილი კავკასიის ტექნოლოგიების სკოლის (CST) გუნდმა „ბათუმმა“, მესამე ადგილი კი კავკასიის ტექნოლოგიების სკოლის გუნდმა (CST) „CHAMPIONS“-მა დაიკავა.
ფინალში გასულ გუნდებს კავკასიის უნივერსიტეტის ბრენდირებული საჩუქრები გადაეცათ.