კონფერენცია გახსნეს ფრიდრიხ ებერტის ფონდის საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორმა ქ–ნ ია თიკანაძემ, ამავე ფონდის სამხრეთ კავკასიის საკოორდინაციო ოფისის ხლემძღვანელმა ქ–ნ იულია ბლეზიუსმა და კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა ბ–ნ კახა შენგელიამ.
მისასალმებელი სიტყვა წარმოთქვეს საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ ბ–ნ გია ჟორჟოლიანმა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ბ–ნ თამაზ მარსაგიშვილმა.
კონფერენცია ჩატარდა სამი სესიის ფარგლებში:
პირველი სესია - ,,სისტემური მიდგომა საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებისათვის'', რომელსაც ხელმძღვანელობდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრდი განვითარების მინისტრის მოადგილე ქ–ნი ირმა ქავთარაძე.
აღნიშნულ სესიაში შემდეგი მომხსენებლები იყვნენ წარმოდგენილნი: პროექტის კოორდინატორი, კავკასიის უნივერსიტეტის ვიცე-პრეზიდენტი პროფ. შალვა მაჭავარიანი, პროექტის ექსპერტი, კავშირი „ევროპული კვლევები საქართველოს ინოვაციური განვითარებისთვის'' თანაკოორდინატორი ბ–ნ ოლეგ შატბერაშვილი, პროექტის ექსპერტი, გ. თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტის პროფ. ამირან თავართქილაძე, პროექტის ექსპერტი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფ. გიორგი ღაღანიძე.
მეორე სესია – "საქართველოში საუნივერსიტეტო მეცნიერების განვითარება, როგორც კვალიფიციური სპეციალისტების მომზადების უმნიშვნელოვანესი პირობა", რომელსაც ხელმძღვანელობდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ბ–ნ თამაზ მარსაგიშვილი. აღნიშნულ სესიაში
შემდეგი იყვნენ წარმოდგენილნი: უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების დეპარტამენტის უფროსი ქ–ნ ირინე დარჩია, საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერელური დირექტორი ქ–ნ მარინე ჩიტაშვილი, წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანი პროფ. ვახტანგ სართანია.
მესამე სესია – "საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების პირობები", რომლის მოდერატორი გახლდათ საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ბ–ნ თემურ მაისურაძე .
აღნიშნულ სესიაში შემდეგი მომხსენებლები იყვნენ წარმოდგენილნი: მეწარმეობის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი ბ–ნ გიორგი ციკოლია, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე ირაკლი ქაშიბაძე, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე ქ–ნ მაია გუნცაძე, სამხრეთ კავკასიის ქვეყნების რეგიონალური ოფისის პროგრამის ექსპერტი ქ–ნ მარინა ავალიშვილი–დე ბური, ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში – ქ–ნ ფრანჩესკა მაზუკო, ,,საქპატენტი''–ის თავმჯდომარის მოადგილე ქ–ნ სოფიო მუჯირი, ეკონომიკის ექსპერტთა საბჭოს პრეზიდენტი ბ–ნ რამაზ გერლიანი, ეკონომიკის ექსპერტი ბ–ნ ლევან კალანდაძე, საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის პროფ. ბ–ნ მიხეილ თოქმაზიშვილი.
კონფერენციის ბოლოს გაიმართა დისკუსია, გამოითქვა მნიშვნელოვანი მოსაზრებები მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების შესაძლებლობების კუთხით და მოხდა მოსაზრებების შეჯერება.
{phocagallery view=category|categoryid=702|limitstart=0|limitcount=0}