საღამოს წამყვანები იყვნენ შოთი ტატიშვილი და ნინო ჭუმბურიძე.
მისასალმებელი საღამოს დასაწყისში სტუდენტებს სიტყვით უნივერსიტეტის პრეზიდენტმა კახა შენგელიამ მიმართა. სიტყვით გამოსვლის შემდეგ წვეულების გასართობი ნაწილი დაიწყო. საღამოს მუსიკალურ გაფორმებაზე ბენდმა "ბანდეროლი" იზრუნა.
წლევანდელ "Welcome Party-ზე" ორი იუბილარი გვყავდა, რომლებსაც საჩუქრად გადაეცათ კომპანია "ჯეოსელის" მიერ დაწესებული პრიზები.
დღის ბოლოს კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა პირველკურსელებთან ერთად სადღესასწაულო ტორტის პირველი ნაჭერი ჩამოჭრა და ღონისძიების ორგანიზატორებს მადლობა გადაუხადა. საღამოს ოფიციალური ნაწილი ფეიერვერკით დასრულდა.
"Welcome Party" გვიანობამდე დიჯეი-მუსიკით გაგრძელდა.
{phocagallery view=category|categoryid=709|limitstart=0|limitcount=0}