კავკასიის უნივერსიტეტმა, ადამიანის რესურსების ეროვნულმა ასოციაციამ (არეა, NAHR -European Association for People Management (EAPM) ერთადერთი წევრი საქართველოდან) შვილობილი ორგანიზაციის, „საქართველოს ახალგაზრდა HR პროფესიონალთა ასოციაციის“ მონაწილეობით დაიწყო ერთობლივი პროექტი “ხელოვნური ინტელექტის და HR-ის სინერგია”, რომელიც ითვალისწინებს შეხვედრების ციკლს საქართველოში, ხელოვნური ინტელექტის გამოყენების პერსპექტივებისა და HR პროცესების გაციფრულებასთან დაკავშირებულ გამოწვევებზე.
16 ივნისს, მრგვალი მაგიდის ფორმატში გაიმართა პირველი შეხვედრა კავკასიის უნივერსიტეტში, რომელსაც ესწრებოდნენ სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, HR პროფესიონალები, კომპანიების ხელმძღვანელები და დამფუძნებლები.
მრგვალი მაგიდის მონაწილეებმა იმსჯელეს, საქართველოში, სხვადასხვა ინდუსტრიებში ხელოვნური ინტელექტის გამოყენების საწყის ეტაპზე არსებულ სირთულეებზე, საფრთხეებზე, დადებით და პერსპექტიულ შესაძლებლობებზე.
ადამიანის რესურსების ეროვნული ასოციაციის (არეა, NAHR) და კავკასიის უნივერსიტეტის ერთობლივი პროექტის “ხელოვნური ინტელექტის და HR-ის სინერგია” ფარგლებში გაგრძელდება შეხვედრების ციკლი, ადამიანის რესურსების ეროვნული ასოციაციის (არეა, NAHR) შვილობილი ორგანიზაციის „საქართველოს ახალგაზრდა HR პროფესიონალთა ასოციაციის“ მონაწილეობით.
მსჯელობის მონაწილეები იყვნენ:
- ლილი ბიბილაშვილი - ადამიანის რესურსების ეროვნული ასოციაციის დამფუძნებელი დირექტორი, სოციალურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი
- ირაკლიბესელიძე - "CALEN AI"-ს დამფუძნებელი
- ირმადაუშვილი - "დიო"-ს დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი
- მიხეილ ბრეგვაძე - ჰუალინგის სამშენებლო მასალების ჰიპერმარკეტის აღმასრულებელი დირექტორი
- თამილა გველესიანი - HR ციფრული კორპორაციის დამფუძნებელი დირექტორი, ექსპერტი
- ხათუნაჩხაიძე - „ჰუალინგ ჯგუფი"-ს HR მენეჯერი
- მაქსიმ იავიჩი - კავკასიის უნივერსიტეტის ტექნოლოგიების სკოლის სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელი
- თათიაბაკაშვილი - "ნიკორა ტრეიდი"-ს HR დირექტორი
- ქეთა ანესაშვილი - "მაჯიდ ალ ფუტაიმ ჰიპერმარკეტს ჯორჯია". - რეგიონული ადამიანური კაპიტალის მენეჯერი.
- მარიამ მებურიშვილი - BOYGAR’s HRBP
- შალვა ბაღათურია - საკონსულტაციო კომპანია „STREAM“-ის წარმომადგენელი
- . “ადამიანის რესურსების ეროვნული ასოციაციის შვილობილი ორგანიზაციის, „საქართველოს ახალგაზრდა HR პროფესიონალთა ასოციაციის“ საბჭოს წარმომადგენლები”:
- ანა კოპაძე
- სალომე ასპანიძე
- ანი იმერლიშვილი
- ვერიკო ახალაძე
- სალომე სხიერელი
- ელენე ამაღლობელი
- თათია ევგენიძე