კრაკოვის ეკონომიკის უნივერსიტეტისა და კავკასიის უნივერსიტეტის ერთობლივი საზაფხულო პროგრამა: SPINAKER – Heritage, Art and Business Intensive Programme წარმატებით დასრულდა.
პროგრამა მოიცავდა ორ ეტაპს, ონლაინ ლექციებს (16 მარტი-30 ივნისი) და 8 დღიან ვიზიტს (8 ივლისი-16 ივლისი) კრაკოვის ეკონომიკის უნივერსიტეტში, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს კავკასიის ბიზნესის, ტურიზმის, არქიტექტურისა და დიზაინის და კავკასიის ტექნოლოგიების სკოლის სტუდენტებმა.
კრაკოვის ეკონომიკის უნივერსიტეტი, კავკასიის უნივერსიტეტის ერთ-ერთი სტრატეგიული პარტნიორია პოლონეთში. აღსანიშნავია, რომ კრაკოვის ეკონომიკის უნივერსიტეტთან ერთად, კავკასიის უნივერსიტეტი არის ბიზნესისა და ეკონომიკის სკოლების საერთაშორისო საზოგადოების (NIBES) წევრი. გარდა ამისა, უკვე მრავალი წელია უნივერსიტეტებს შორის არსებობს პარტნიორობა ერაზმუს + კრედიტ მობილობის პროგრამის ფარგლებში, რომლის საშუალებითაც არაერთი მობილობა დაიგეგმა როგორც სტუდენტებისთვის, ასევე უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალისთვის.