“CUnicorn”-ის მერვე კვირის აქტივობები

20 ივნისი 2023

CU-ში ინოვაციების და მეწარმეობის ცენტრის სტარტაპ პრე-აქსელერაციის პროგრამა CUnicorn-ის მერვე კვირის აქტივობები გაიმართა. პროგრამის მონაწილეები გაეცნენ მარკეტინგში მონაცემთა  მეცნიერების მნიშვნელობას და მის ძირითად პრინციპებს.

 

მერვე კვირის აქტივობებს პროგრამის მენტორი, მარკეტინგის ასოცირებული პროფესორი და საერთაშორისო ფინტექ კომპანია “TWINO”-ის აზიის რეგიონალური მენეჯერი ქეთი მეფარიშვილი გაუძღვა.

 

პრე-აქსელერაციის პროგრამის მონაწილეებს ასევე შეხვდნენ, პროკრედიტ ბანკის გენერალური დირექტორი ალექს მატუა და გარემოსდაცვითი მენეჯმენტის განყოფილების უფროსი ალექსანდრე ჯაშიაშვილი, რომლებმაც ბანკის გარემოსდაცვით სტრატეგიასა და დანერგილ ეკო პოლიტიკაზე ისაუბრეს.

 

პროკრედიტ ბანკისთვის, როგორც ევროპული, სოციალურად პასუხისმგებლიანი კომპანიისთვის, ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს საგანმანათლებლო პროექტების მხარდაჭერა და ახალგაზრდების ჩართულობის ხელშეწყობა სხვადასხვა ინოვაციურ პროექტებში.