კავკასიის უნივერსიტეტში „ფეფეს თასი 2022“ დაიწყო

11 ოქტომბერი 2022

11 სექტემბერს, კავკასიის უნივერსიტეტის კამპუსში, CU-ის სტუდენტური და ორგანიზაციული ღონისძიებების სამსახურის ორგანიზებით რიგით მეექვსე საფეხბურთო ჩემპიონატი "ფეფეს თასი 2022“ დაიწყო.

 

აღსანიშნავია, რომ ჩემპიონატი კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტის, გიორგი ნიშნიანიძის (ფეფეს) სახელს ატარებს და უკვე მეხუთე წელია, რაც კავკასიის უნივერსიტეტში ტარდება.

 

წლევანდელი ლიგის ჩემპიონატი გახსნა კავკასიის უნივერსიტეტის ვიცე-პრეზიდენტმა ნუგზარ სხირტლაძემ და გიორგი ნიშნიანიძის მამამ მამუკა ნიშნიანიძემ.

 

2022 წლის ლიგაში მონაწილეობას იღებენ სტუდენტებისგან დაკომპლექტებული 39 და კავკასიის უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ერთი გუნდი. თამაშებს უძღვებიან საქართველოს ფეხბურთის ფედერაციიდან მოწვეული მსაჯები.

 

„ფეფეს თასი 2022“-ის ფინალი17 ოქტომბერს ჩატარდება, სადაც საპრიზო ადგილზე გასული გუნდები გამოვლინდებიან.

 

პირველ ადგილზე გასულ გუნდს გადაეცემა "ფეფეს თასი 2022“-ის გარდამავალი თასი, ასევე პირველ, მეორე და მესამე ადგილზე გასულ გუნდებს, კავკასიის უნივერსიტეტისგან გადაეცემათ 700, 500 და 360 ლარიანი სასაჩუქრე ვაუჩერები.

 

პირველ ადგილზე გასული გუნდი ავტომატურად გახდება კავკასიის უნივერსიტეტის ოფიციალური საფეხბურთო გუნდი და მომდევნო ერთი წლის განმავლობაში უნივერსიტეტის სახელით იასპარეზებს სხვადასხვა ჩემპიონატში.