კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტი ბუქარესტში გამართულ ფრანკოფონ რექტორთა კონფერენციაში მონაწილეობდა

30 ივნისი 2023

30 ივნისს, კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტი კახა შენგელია ბუქარესტში, ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოს (AUF) ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის წევრი უნივერსიტეტების რექტორთა რეგიონულ კონფერენციაში მონაწილეობდა.

 

აღნიშნულ კონფერენციაში, ასევე, საქართველოს მხრიდან მონაწილეობას იღებდნენ, თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ჯაბა სამუშია, ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი შალვა კირთაძე და ამავე უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი, დავით გეგეჭკორი.

 

აღნიშნული კონფერენცია მიზნად ისახავს ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოს (AUF) ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის წევრი უნივერსიტეტების რექტორთა ახალი რეგიონული საბჭოს დაფუძნებას და საბჭოს წესდების შემუშავებას. ასევე AUF-ის წევრ უნივერსიტეტებს შორის სამეცნიერო თანამშრომლობის განვითარებას და მულტილინგვისტური კავშირების ხელშეწყობას.

 

შეხვედრაში ასევე მონაწილეობას იღებდნენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რექტორები.