კავკასიის უნივერსიტეტი ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოს წევრი გახდა

20 დეკემბერი 2022

კავკასიის უნივერსიტეტი ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოს (AUF) წევრი გახდა. აღსანიშნავია, რომ საუნივერსიტეტო სააგენტო აერთიანებს 120-მდე ქვეყნის 1000-ზე მეტ საგანმანათლებლო დაწესებულებას.

 

ორგანიზაცია თავის მხრივ, ერთ-ერთი წამყვანი საგანმანათლებლო ასოციაციაა, რომელიც არაერთ ახალ შესაძლებლობას ქმნის უნივერსიტეტების ინტერნაციონალიზაციის განვითარების მიმართულებით.

 

კავკასიის უნივერსიტეტის სამი ძირითადი სტრატეგიული მიზნიდან ერთ-ერთი ინტერნაციონალიზაციაა, ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოს წევრობა კი კიდევ ერთი მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია ამ მიმართულებით.