პანელური დისკუსია - „ საკვანძო კომპეტენციები - სამშვიდობო განათლება და აღზრდა დაწყებით საფეხურზე’’

1 აგვისტო 2023

31 ივლისს, პროექტის ფარგლებში პანელური დისკუსიების ციკლი თემაზე „ქვეყნის განვითარება (ეკონომიკა, დემოკრატია, მშვიდობა) და შრომის ბაზარი - პედაგოგიკის გამოწვევები 2023“ გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) ოფისში გაიმართა პანელური დისკუსია თემაზე ,,საკვანძო კომპეტენციები - სამშვიდობო განათლება და აღზრდა დაწყებით საფეხურზე.’’ პროექტის შესახებ დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.

 

პანელურ დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს სასკოლო განათლების დაწყებითი საფეხურის სისტემაში ჩართული ინტერესთა ჯგუფების წარმომადგენლებმა: პედაგოგიკის სტუდენტებმა, სასკოლო საზოგადოების წარმომადგენელმა პედაგოგებმა, მშობლებმა, დირექტორებმა და ასევე დამსაქმებლებმა. მონაწილეებმა წარმოგვიდგინე თავიანთი მოსაზრებები, გამოცდილება და ხედვები ზემოაღნიშნულ თემასთან დაკავშირებით.

 

შეხვედრა წარიმართა ინტერაქტიულ რეჟიმში - მონაწილეებს ჰქონდათ კითხვების დასმისა და კომენტარების გაკეთების საშუალება.

 

პანელური დისკუსიის სპიკერები:

 

  • დამსაქმებელი - მიხეილ ნონიკაშვილი, მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების ასოციაციის (SMEDA) გაციფრულების კომიტეტის ხელმძღვანელი; ს.ს. ევრო-კრედიტის აღმასრულებელი დირექტორი.
  • დირექტორი - ნონა წოწორია, სსიპ ჟიული შარტავას სახელობის აფხაზეთის #6 საჯარო სკოლის დირექტორი (ქუთაისი);
  • პედაგოგი - ნანო დაშნიანი, აიბი მთიების სასწავლო-სააღმზრდელო სამსახურის ხელმძღვანელი;
  • მშობელი - მაია ჯიბუტი, ქ. თბილისის #47 საჯარო სკოლის მშობელი;
  • სტუდენტი - ბელა კილასონია, ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის (I-VI კლასები) მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო პროგრამა, კავკასიის უნივერსიტეტი.

 

პანელური დისკუსიის მოდერატორები:

 

  • ალუდა გოგლიჩიძე - კავკასიის განათლების სკოლის დეკანი, აფილირებული ასოცირებული პროფესორი;
  • პაატა პაპავა - კავკასიის უნივერსიტეტის აფილირებული ასოცირებული პროფესორი;
  • მარიანა ხუნძაყიშვილი - განათლების ოფიცერი, ინკლუზიური განათლების მიმართულება, გაეროს ბავშვთა ფონდი.

 

პანელური დისკუსიის ვიდეო ჩანაწერი ხელმისაწვდომი იქნება კავკასიის განათლების სკოლის ვებ-გვერდზე.