ბიზნესის სკოლის მენეჯმენტის ინგლისურენოვანი სადოქტორო პროგრამის დოქტორანტის, ანი ჯანუყაშვილის სადოქტორო ნაშრომის დაცვა

12 ივლისი 2023

12 ივლისს, კავკასიის უნივერსიტეტში, კავკასიის ბიზნესის სკოლის მენეჯმენტის ინგლისურენოვანი სადოქტორო პროგრამის სტუდენტის, ანი ჯანუყაშვილი სადისერტაციო ნაშრომის - „ Types of Organizational Commitment Affecting Turnover Intention Among Public Sector Employees in Georgia“ დაცვა გაიმართა. დისერტაციის სამეცნიერო ხელმძღვანელ იყო პროფესორი ბორის (ბუბა)ლეჟავა.

 

სადისერტაციო ნაშრომის დაცვა გაიმართა სადისერტაციო კოლეგიის წინაშე, შემდეგი შემადგენლობით:

 

ელენე ჯღარკავა, ასოცირებული პროფესორი, ბიზნესის სკოლის დეკანი, კავკასიის უნივერსიტეტი;

 

ბორის (ბუბა) ლეჟავა, პროფესორი, ვიცე-პრეზიდენტი კვლევისა და სტრატეგიული განვითარების დარგში, კავკასიის უნივერსიტეტი;

 

ეკატერინე ნაცვლიშვილი, აფილირებული, ასოცირებული პროფესორი, ევროპის უნივერსიტეტი;

 

თენგიზ თაქთაქიშვილი, ასოცირებული პროფესორი, ბიზნესის სკოლა, კავკასიის უნივერსიტეტი;

 

 

როია ანვარი, ასოცირებული პროფესორი, ბიზნესის ადმინისტრირების დეპარტამენტი ბიზნესის და ადმინისტრაციულ მეცნიერებათა სკოლა, საქართველოს უნივერსიტეტი.

 

დაცვაზე დოქტორანტმა წარადგინა ნაშრომის პრეზენტაცია და უპასუხა დასმულ შეკითხვებს, რის შემდეგაც ნაშრომზე საკუთარი შეფასებები წარმოადგინა რეცენზენტმა, ევროპის უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა ეკატერინე ნაცვლიშვილმა. 

 

სადისერტაციო კოლეგიის შეფასებით,  ანი ჯანუყაშვილმა  წარმატებით დაიცვა ნაშრომი და მიენიჭა მენეჯმენტის დოქტორის ხარისხი.