5 ოქტომბერს, კავკასიის უნივერსიტეტის კარიერული განვითარების და დასაქმების ხელშეწყობის სამსახურის ორგანიზებით, კომპანია ,,Pyme''-ის მიერ ჩატარდა ვებინარი, კავკასიის ტექნოლოგიების და კავკასიის ბიზნესის სკოლის სტუდენტებისთვის.
შეხვედრის ფარგლებში, დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა ჰქონდათ მიეღოთ დეტალური ინფორმაცია ,,Web3 Bootcamp Tbilisi'' - ის შესახებ, რომლის მიზანიც წარმატებული სტუდენტების დასაქმებაა.
ვებინარის ფარგლებში, სტუდენტებს საშუალება ჰქონდათ დაესვათ შეკითხვები მათთვის საინტერესო საკითხებთან დაკავშირებით და გაეგოთ მეტი შემდეგ კურსებზე: ტექი, მარკეტინგი და ბიზნეს ოპერაციები.
პროექტის ფარგლებში სტაჟიორებს ექნებათ შესაძლებლობა ისწავლონ და სწავლების განმავლობაში მიიღონ ანაზღაურება, პროექტის დასრულების შემდეგ კი დასაქმდნენ ამავე კომპანიაში.''