აღნიშნული პროგრამის საფუძველს წარმოადგენს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის რეზოლუცია, რომელიც წევრ ქვეყნებს რეკომენდაციას აძლევს, გაეროს ასამბლეის ყოველწლიურ სხდომებზე თითოეულ ქვეყანას ეროვნულ დელეგაციაში ჰყავდეს ახალგაზრდობის წარმომადგენელი.
პროგრამის ფარგლებში გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობენ ახალგაზრდები, რომელთა ასაკიც განისაზღვრება 18-დან 25 წლამდე.
25 ივნისს, ჩატარდება ,,საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელი გაეროში'"კონკურსის მესამე ეტაპი, რომლის საჯარო სიტყვის თემად განისაზღვრა: 1) How can young people become leaders of today?
მესამე ეტაპზე გადასულია კავკასიის სამართლის სკოლის სტუდენტი გიორგი ჩაკვეტაძეც.
გიორგი, კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის მესამე კურსის სტუდენტია. მას, უნივერსიტეტის ფარგლებში, არაერთი მიმართულებით უმუშავია. იგი, კავკასიის უნივერსიტეტის, კავკასიის სამართლის სკოლის ზედიზედ მეორეჯერ არჩეული პრეზიდენტია. სხვადასხვა დროს იყოს კავკასიის სამართლის სკოლის ომბუდსმენი, კავკასიის უნივერსიტეტის საერთაშორისო სტუდენტური კლუბის თანადამფუძნებელი და სხვა. მას აქვს უმაღლესი აკადემიური მოსწრება. მონაწილეობა მიუღია უნივერსიტეტის სამ სამეცნიერო კონფერენციაში და სხვა თამაშ-კონკურსებში, რომლებშიც უნივერსიტეტის სახელს ყოველთვის ღირსეულად იცავდა.
კავკასიის უნივერსიტეტის ადმინისტრაცია, სამეცნიერო საზოგადოება და სტუდენტები მას სრულ მხარდაჭერას უცხადებენ ამ მეტად საპასუხისმგებლო პოსტზე და უსურვებენ მას წარმატებას.