29 მარტს, სამეცნიერო ფორუმი „მეცნიერების განვითარების პერსპექტივები საქართველოში“ გაიმართა.
სამეცნიერო ფორუმის „მეცნიერების განვითარების პერსპექტივები საქართველოში“ ერთ-ერთი მომხსენებლები იყვნენ კავკასიის უნივერსიტეტის ვიცე-პრეზიდენტი სასწავლო დარგში, ნუგზარ სხირტლაძე და ვიცე-პრეზიდენტი მატერიალური რესურსების დარგში, გურამ ლეჟავა.
ფორუმი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინიციატივით და მხარდაჭერით შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულმა სამეცნიერო ფონდმა გამართა. ფორუმის მიზანია საქართველოში მეცნიერების არსებული მდგომარეობის, გამოწვევების, სამომავლო პერსპექტივების მიმოხილვა და სამეცნიერო სფეროში ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი პრიორიტეტების განსაზღვა.
ფორუმს ესწრებოდა კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტი, კახა შენგელია, ასევე მთავრობის, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების, სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების, დიპლომატიური კორპურსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.