იურიდიული კლინიკის მონაწილე CSL-ის სტუდენტებს სერტიფიკატები გადაეცათ

11 იანვარი
28 მაისს, იუსტიციის სამინისტროში სტუდენტებისათვის სერტიფიკატების გადაცემის ცერემონიალი გაიმართა. მთავარი პროკურორის პირველმა მოადგილემ დავით საყვარელიძემ სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის ის სტუდენტები დააჯილდოვა, რომელთაც იურიდიული კლინიკა პროკურატურის ორგანოებში გაიარეს.

სერტიფიკატები კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის შემდეგ სტუდენტებს გადაეცათ: მაგისტრანტები– თამარ გვასალია, ხატია ხერხეულიძე, მიხეილ ადუაშვილი და ბაკალავრიატის IV კურსის სტუდენტი - ქეთევან ესებუა.

დავით საყვარელიძემ მომავალ იურისტებს პრაქტიკული კურსის დასრულება მიულოცა და პროფესიული წინსვლა უსურვა.

სამთვიანი იურიდიული კლინიკა მთავარ პროკურატურაში კონკურსის წესით შერჩეულმა 23-მა სტუდენტმა გაიარა. თეორიული მომზადების კურსის გარდა, სტუდენტებმა ტრენინგები გაიარეს ისეთ დისციპლინებში, როგორიცაა სამართლებრივი წერა, ადამიანის უფლებები, ნაფიც მსაჯულთა სასამართლო პროცესი და სხვა. სწავლების თეორიული ნაწილის დასრულების შემდეგ კი, ისინი სამუშაოდ პროკურორებთან გადანაწილდნენ და ყოველდღიური მუშაობისათვის საჭირო ცოდნა და გამოცდილება შეიძინეს.

პროფესიული პრაქტიკიისათვის სტუდენტებს უმაღლეს სასწავლებლებში შესაბამისი კრედიტები მიენიჭათ.