უცხო ენების ცენტრის დირექტორის ვიზიტი კოჩის უნივერსიტეტში

28 ივლისი 2023

24-28 ივლისს, ევროკომისიის მიერ დაფინანსებული პროგრამის (Erasmus+ Mobility program) ფარგლებში, რომელიც კავკასიის უნივერსიტეტისა და კოჩის უნივერსიტეტს (Koc University, Turkey) შორის არსებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე მოქმედებს, კავკასიის უცხო ენების ცენტრის დირექტორი, ხათუნა ბასილაშვილი და ინგლისური ენის ლექტორი ნინო თათოშვილი ესტუმრნენ კოჩის უნივერსიტეტის უცხო ენების ცენტრს.

 

მობილობის ფარგლებში, შეხვედრები დაიგეგმა უცხო ენის ცენტრის ადმინისტრაციასთან, მხარეებმა განიხილეს და გაუზიარეს ერთმანეთს უცხო ენების ცენტრის მუშაობის პრინციპები, სპეციფიკა და კურიკულუმის შედგენის თავისებურებანი. შეხვედრა შედგა კოჩის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტთანაც, რომლის ფარგლებშიც განხილულ იქნა უნივერსიტეტებს შორის არსებული თანამშრომლობა, განხორციელებული საერთო პროექტები და შემდგომი თანამშრომლობის პერსპექტივები.

 

აღსანიშნავია, რომ Erasmus+ კრედიტ მობილობის პროგრამის ფარგლებში, კოჩის უნივერსიტეტი კავკასიის უნივერსიტეტის მნიშვნელოვანი პარტნიორია თურქეთში. უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ხელშეკრულება ითვალისწინებს როგორც სტუდენტების, ასევე აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის მობილობას კვლევისა და სწავლების კომპონენტის ფარგლებში.