სტუდენტების წარმატება

11 იანვარი

4 ივნისს, კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის სტუდენტებმა-მარიამ ძიძიგურმა, თამარ გვასალიამ, ბაჩო თორთლაძემ, ეთერ ქათამაძემ, გიორგი ჯოლიამ და ალექსანდრე ზარდიაშვილმა მონაწილეობა მიიღეს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ სამართლის კონფერენციაში.

კავკასიის უნივერსიტეტის გარდა, კონფერენციაზე წარმოდგენილნი იყვნენ ი. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი (თსუ), გურამ თავართქილაძის უნივერსიტეტი და გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი. კონფერენციაში მონაწილეობა 14 სტუდენტმა/გუნდმა მიიღო.

კავკასიის სამართლის სკოლის სტუდენტებმა ბრწყინვალედ იასპარეზეს და ოთხიდან სამ ნომინაციაში გაიმარჯვეს, მოიპოვეს გუნდური I ადგილი. გამარჯვებულები ოთხ ნომინაციაში დასახელდნენ: საუკეთესო კვლევითი ნაშრომი, ორიგინალური კვლევა, საუკეთესო პრეზენტაცია და ჟიურის სიმპატია.

 

  1. საუკეთესო კვლევითი ნაშრომი: მაგისტრანტი მარიამ ძიძიგური (CSL) და გიორგი მაქაშვილი და ალექსანდრე მერმანიშვილი - გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი;
  2. ორიგინალური კვლევა: თამარ საძაგლიშივლი - გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი, მარი მოსიაშვილი - გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი;
  3. საუკეთესო პრეზენტაცია: მაგისტრანტი თამარ გვასალია (CSL) და I კურსელი ბაჩო თორთლაძე (CSL);
  4. ჟიურის სიმპატია: II კურსელი გიორგი ჯოლია (CSL).