კავკასიის უნივერსიტეტის ინფორმაციული ტექნოლოგიების პროგრამის ხელმძღვანელის, პროფესორ მაქსიმ იავიჩის პროექტმა - "კომპიუტერული მეცნიერებისა და კიბერუსაფრთხოების საბავშვო უნივერსიტეტი" - საგრანტო დაფინანსება მოიპოვა.
პროექტი დაფინანსდა სსიპ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მეცნიერების პოპულარიზაციის საგრანტო კონკურსის ფარგლებში.
პროექტის კოორდინატორი იყო გიორგი იაშვილი.
აღნიშნული პროექტის ფარგლებში დაგეგმილია კომპიუტერული მეცნიერების და კიბერუსაფრთხოების საბავშვო უნივერსიტეტის დაარსება. პროექტის მონაწილეებს ექნებათ შესაძლებლობა მიღებული ცოდნის საფუძველზე გააკეთონ საკუთარი ან ჯგუფური კვლევა, რომელიც გამოქვეყნდება საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკულ კიბერუსაფრთხოების ჟურნალში SPCSJ.