CSL-ის სტუდენტების წარმატება

11 იანვარი
ეროვნულ პირველობას თავისუფალმა უნივერსიტეტმა უმასპინძლა. პირველობაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს 8 სხვადასხვა უნივერსიტეტმა.

ღონისძიების ფარგლებში ჩატარდა ტრენინგი, რომელსაც სთივენ ოსტერმილერი ხელმძღვანელობდა. მომდევნო დღეები კი უშუალოდ შეჯიბრს დაეთმო.
ჯგუფურ ეტაპზე კავკასიის სამართლის სკოლამ ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა და ფინალურ რაუნდში გადაინაცვლა, სადაც ასპარეზობის უფლება CSL-თან ერთად მოიპოვიეს: თსუ-მ, თავისუფალმა უნივერსიტეტმა და New Vision-მა.

ჟიურის გადაწყვეტილებით, რომელიც დაკომპლექტებული იყო ამერიკელი სპეციალისტებისაგან, საქართველოს 2015 წლის ჩემპიონად CSL-ი დასახელდა.
კავკასიის სამართლის სკოლამ, როგორც ეროვნული ტურის გამარჯვებულმა, მოიპოვა უფლება წარადგინოს საქართველო საერთაშორისო ასპარეზზე. მიმდინარე წელს საერთაშორისო პირველობას უმასპინძლებს ა.შ.შ. შეჯიბრი ნებრასკას უნივერსიტეტში ჩატარდება.

CSL-ის შემადგენლობა: თამარ ფაცაცია (IV კურსი), ნოდარ ჭიაბრიშვილი (III კურსი), იაგო წიტაიშვილი (მაგისტრანტი), არჩილ ბორჯაძე (მწვრთნელი).



{phocagallery view=category|categoryid=615|limitstart=0|limitcount=0}