CSL-ის სტუდენტები მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონები

11 იანვარი
სამართლის სკოლას წარმოადგენდნენ : თამარ ფაცაცია, ნოდარ ჭიაბრიშვილი და მათი მწვრთნელ-კონსულტანტი არჩილ ბორჯაძე.

ნებრასკას შტატში წარმოდგენილი იყო 20 გუნდი, თავიანთი ქვეყნების ეროვნული ასპარეზობის გამარჯვებულები: ავსტრალიიდან, კანადიდან, ინგლისიდან, უელსიდან, გერმანიიდან, ინდოეთიდან, ინდონეზიიდან, ირლანდიიდან, მალაიზიიდან, მექსიკიდან, ნიდერლანდებიდან, ახალი ზელანდიიდან, ნიგერიიდან, ჩრდ. ირლანდიიდან, შოტლანდიიდან, შრილანკიდან, შვეიცარიიდან, თურქეთიდან, უკრაინიდან, ამერიკიდან და საქართველოდან.

შეგახსენებთ, რომ 2015 წლის 29 იანვრიდან 1 თებერვლის ჩათვლით გაიმართა ეროვნული შეჯიბრი კლიენტის კონსულტირების უნარ-ჩვევებში. ჟიურის გადაწყვეტილებით, რომელიც დაკომპლექტებული იყო ამერიკელი სპეციალისტებისაგან, საქართველოს 2015 წლის ჩემპიონად CSL-ი დასახელდა. 

კავკასიის უნივერსიტეტი ულოცავს სამართლის სკოლის გუნდს, მსოფლიო ვიცე-ჩემპიონობას!





{phocagallery view=category|categoryid=659|limitstart=0|limitcount=0}