|
„უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების კვლევითი შესაძლებლობების ზრდა კვლევისა და განვითარების სამსახურების საშუალებით“
პროექტის მიზანია საქართველოს უნივერსიტეტების კვლევითი შესაძლებლობების გაუმჯობესება სამიზნე უნივერსიტეტებში „კვლევისა და განვითარების“ სამსახურების შექმნით. მიზნის მისაღწევად, დასახულია შემდეგი ამოცანები:
- ერთობლივი კვლევითი პლატფორმის შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს სამიზნე უნივერსიტეტებში კვლევითი საქმიანობის დაგეგმვას, განხორციელებასა და შეფასებას;
- ქართული ონლაინ კვლევითი პორტალის შექმნა, რომელზეც განთავსებული იქნება ყველაზე უახლესი ინფორმაცია საქართველოს აკადემიური დაწესებულებების საქმიანობის, ადამიანური რესურსებისა და ინფრასტრუქტურის შესახებ;
- უნივერსიტეტის ადმინისტრაციული პერსონალის კვლევის მენეჯმენტისა და მონაცემთა ანალიზის უნარების გაუმჯობესება კვლევითი საქმიანობის უკეთესი მართვის, ინსტიტუციური კვლევების მონაცემთა ანალიზისა და სტრატეგიული დაგეგმარების საფუძვლის შესაქმნელად;
- სამიზნე უნივერსიტეტებში კვლევის ტრანსფერი და უნივერსიტეტი-ინდუსტრიის თანამშრომლობის უნარების გაძლიერება.
დამატებითი ინფორმაციისათვის, გთხოვთ ეწვიეთ პროექტის ვებგვერდს.