კავკასიის უნივერსიტეტი აცხადებს ადმინისტრაციული პერსონალისთვის საკონკურსო განაცხადების მიღებას 2023 წლის გაზაფხულის სემესტრში Erasmus + ის გაცვლით პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად.
კავკასიის უნივერსიტეტი აცხადებს ადმინისტრაციული პერსონალისთვის საკონკურსო განაცხადების მიღებას 2023 წლის გაზაფხულის სემესტრში Erasmus + ის გაცვლით პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად.
კავკასიის უნივერსიტეტსა და ICHEC ბრიუსელის მენეჯმენტის სკოლას, ბელგია, (ICHEC Brussels Management School, Belgium) შორის ურთიერთთანამშრომლობის შეთანხმებას მოეწერა ხელი.
კავკასიის უნივერსიტეტი ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოს (AUF) წევრი გახდა. აღსანიშნავია, რომ საუნივერსიტეტო სააგენტო აერთიანებს 120-მდე ქვეყნის 1000-ზე მეტ საგანმანათლებლო დაწესებულებას.
კავკასიის უნივერსიტეტსა და IE უნივერსიტეტს, ესპანეთი, (IE University, Spain) შორის ურთიერთთანამშრომლობის შეთანხმებას მოეწერა ხელი.
15 დეკემბერს, კავკასიის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტმა, ლილის კათოლიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლებს, ჰუმანიტარული ფაკულტეტის ვიცე დეკანს, ნატალია გილიუ-სულიკაშვილსა (Natalia Guilluy-Sulikashvili) და პროფესორ, ბართლომი კურმოს (Barthelemy Courmont) უმასპინძლა.
14 დეკემბერს, საქართველოში პირველად CSR-ით დაინტერესებულ მხარეთა ფორუმი დაფუძნდა, რომელსაც ხელი მოაწერა 50 ორგანიზაციამ მათ შორის კავკასიის უნივერსიტეტმა, კერძოდ ვიცე-პრეზიდენტმა ინტერნაციონალიზაციის მიმართულებით - ირენა მელუამ.
14 დეკემბერს, კავკასიის უნივერსიტეტმა, ლილის კათოლიკური უნივერსიტეტის (Lille Catholic University), კერძოდ ჯუნიას საინჟინრო სკოლის, საფრანგეთი (JUNIA Grande école d’ingénieurs) წარმომადგენლებს უმასპინძლა.
22 ნოემბერს, კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა, კახა შენგელიამ ფრანკოფონიის სპეციალიზირებული ინსტიტუტის რექტორს ნიკოლა მაინეტს უმასპინძლა.
22 ნოემბერს, კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა კახა შენგელიამ, ტუშას უნივერსიტეტის, იტალია (University of Tuscia, Italy) დელეგაციას უმასპინძლა, რომელსაც ხელმძღვანელობდა, ტუშას უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი სტეფანო უბერტინი.
7-12 ოქტომბერს, კავკასიის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტმა და კავკასიის სახელმწიფო მართვის სკოლამ, ერაზმუს+ აკადემიური პერსონალის მობილობის ფარგლებში, ლილის კათოლიკური უნივერსიტეტის პოლიტიკურ და სოციალურ მეცნიერებათა ევროპული სკოლის (Lille Catholic University, ESPOL) ასისტენტ პროფსორს, ჯულია პრელც ოლტრამონტის უმასპინძლა.