სიახლეები

21
სექ
DAAD-ის სასტიპენდიო პროგრამა

21 სექტემბერს, შეხვედრა გამართა DAAD-ს თბილისის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელმა დოქტორ მარტინ პრაქსენტალერიმ. წარმოდგენილი იქნა DAAD-ს სასტიპენდიო პროგრამები (2017-2018) სტუდენტებისთვის.

20
სექ
,,ტაო-კლარჯეთის კულტურის ძეგლების 2016 წლის ექსპედიციების სიახლეები’’

20 სექტემბერს, კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორ მზია მიქელაძის სახელობის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა ლექცია–სემინარი: ,,ტაო-კლარჯეთის კულტურის ძეგლების 2016 წლის ექსპედიციების სიახლეები’’.

19
სექ
ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულება

19 სექტემბერს, ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულებას კავკასიის უნივერსიტეტსა და "კვლევებისა და განვითარების საერთაშორისო ინსტიტუტს" შორის ტურიზმის განვითარების მიმართულებით. 

17
სექ
მეცნიერებისა და ინოვაციების გამოფენა

 17 სექტემბერს, ექსპო–ჯორჯიას მე–5 პავილიონში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ ინიცირებულ,,თბილისის მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალი 2016’’–ის ფარგლებში, ჩატარდა მეცნიერებისა და ინოვაციების გამოფენა.

10
სექ
სამართლის სკოლის ახალი სამაგისტრო პროგრამის პრეზენტაცია

9 სექტემბერს,  სასტუმრო „Rooms hotel Tbilisi”-ში გაიმართა სამაგისტრო პროგრამების პრეზენტაცია.  პროგრამა ევროპის კერძო სამართლის მიმართულებით კავკასიის უნივერსიტეტის ბაზაზე იწყებს ფუნქციონირებას და სამართლის სამაგისტრო პროგრამებს ინგლისურ და გერმანულ ენებზე აერთიანებს.

04
სექ
პირველკურსელთა წვეულება

4 სექტემბერს, კლუბში "ანდერვილი" კავკასიის უნივერსიტეტმა პირველკურსელთათვის გამართულ წვეულებას უმასპინძლა. ღონისძიება, რომელიც უკვე ტრადიციად იქცა, ყოველ წელს განსხვავებული ფორმატით იმართება.

29
აგვ
კლინიკური ფსიქოლოგიის სამაგისტრო პროგრამას აკრედიტაცია მიენიჭა

29 აგვისტოს, აკრედიტაციის საბჭომ კავკასიის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის კლინიკური ფსიქოლოგიის სამაგისტრო პროგრამას ერთხმად მიანიჭა აკრედიტაცია.

26
აგვ
CSB-ის სტუდენტების წარმატება

ქვეყნის სწრაფი განვითარების მიზნით, 2016 წლის 17 ივნისიდან საქართველოს მთავრობის რეფორმების 4-პუნქტიანი გეგმის ფარგლებში, ინოვაციური ბიზნესის ხელშეწყობის პროგრამა „სტარტაპ საქართველო" დაიწყო. „სტარტაპ საქართველოს" დაწყების მიზანია მოქალაქეებს, განსაკუთრებით კი ახალგაზრდებს, ვისაც აქამდე ფინანსური რესურსის არქონის გამო არ შეეძლოთ ბიზნესის დაწყება, მიეცეთ უნიკალური შანსი განახორციელონ თავიანთი ბიზნეს-იდეები და დაიწყონ საკუთარი ბიზნესი.

21
ივნ
პროფესორ მეინ პიეტერ ვან დაიკის ტრენინგი

Tailor Made Training Programme (TMT) ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია ნიდერლანდების საუნივერსიტეტო პროგრამების მიერ, მაასტრიხტის მენეჯმენტის სკოლის პროფესორმა, მეინ პიეტერ ვან დაიკმა, გამართა ერთკვირიანი ტრენინგი კავკასიის უნივერსიტეტში 2016 წლის 21-25 ივნისს

 

15
ივნ
ტრენინგის სესია (TMT პროგრამა)

Tailor Made Training Programme (TMT) ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია ნიდერლანდების საუნივერსიტეტო პროგრამების მიერ, მაასტრიხტის მენეჯმენტის სკოლის პროფესორმა, მეინ პიეტერ ვან დაიკმა, გამართა ერთკვირიანი ტრენინგი კავკასიის უნივერსიტეტში 2016 წლის 5-10 ნოემბერს

28
მაი
CSB-ის სტუდენტების წარმატება

კავკასიის უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის სტუდენტებმა - ნოდო ასანიძემ და შოთა ჩოჩიშვილმა მონაწილეობა მიიღეს კავკასიის უნივერსიტეტის პარტნიორი უნივერსიტეტის - სტოკჰოლმის ეკონომიკის სკოლის ფინანსურ შეჯიბრებაში (SSE (Stockholm School of Economics) Riga Finance Challenge).

30
მარ
Prague Summer Schools 2017

გაცნობებთ, რომ პრაღის საზაფხულო სკოლა 2017, პრაღა, ჩეხეთის რესპუბლიკა (Prague Summer Schools 2017) აცხადებს სტუდენტების მიღებას შემდეგ პროგრამებზე

15
თებ
საზაფხულო სკოლა ამერიკაში (Emory Law School)

კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლა აცხადებს სტუდენტების მიღებას ემორის სამართლის სკოლის (Emory Law School, Atlanta, Georgia USA) საზაფხულო პროგრამაზე.

02
ივნ
სტაჟირება Philip Morris Georgia-ში

2 ივნისს, კავკასიის უნივერსიტეტს სტუმრად ეწვია PHILIP MORRIS GEORGIA- ს გენერალური მენეჯერი, რომელმაც კავკასიის ბიზნესის სკოლის სტუდენტებს გააცნო კომპანიაში მიმდინარე სტაჟირების პროგრამა.

22
თებ
CSM-ის "თაობა 2015" პრეზენტაცია

22 თებერვალს, კავკასიის მედიის სკოლის სტუდენტური ჟურნალის "თაობა 2015" პრეზენტაცია გაიმართა.

31
მარ
"GeOlymp Series 2013"-ის ფინალი

23 ივნისს, კავკასიის უნივერსიტეტის ტექნოლოგიების სკოლამ პროგრამირების შეჯიბრებათა ციკლ "GeOlymp Series 2013"-ის ფინალს უმასპინძლა. ეს არის ყოველწლიური ღონისძიება, რომელსაც ორგანიზებას საინიციატივო ჯგუფი "GeOlymp" უწევს

13
მაი
ფულბრაიტის სამაგისტრო სასტიპენდიო პროგრამა - 2025-2026 აკადემიური წლისთვის

აშშ-ის საელჩო საქართველოში აცხადებს განაცხადების მიღებას 2025-2026 აკადემიური წლის ფულბრაიტის სამაგისტრო სასტიპენდიო პროგრამაზე (2024-2025 Fulbright Graduate Student Program).

13
თებ
აკადემიკოს ნანა ხაზარაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია

2024 წლის, 5 თებერვალს,  საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გაიმართა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსის, ცნობილი ისტორიკოსის, ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის საისტორიო საზოგადოების თავმჯდომარის ნანა ხაზარაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი  საერთაშორისო-სამეცნიერო კონფერენცია  „გზა ძველი ცივილიზაციებიდან თანამედროვეობამდე“.

05
ოქტ
პარიზის სოციალურ მეცნიერებათა უმაღლესი კვლევების სკოლის წარმომადგენლების ვიზიტი

4 ოქტომბერს, კავკასიის უნივერსიტეტმა, პარიზის სოციალურ მეცნიერებათა უმაღლესი კვლევების სკოლის (L’EHESS-Paris) წარმომადგენლებს უმასპინძლა.

25
თებ
WICMI-ის სასერტიფიკატო პროგრამის - „გააზიარე ცოდნა, გააზიარე გამოცდილება“ - პირველი ლექცია ჩატარდა

24 თებერვალს, კავკასიის უნივერსიტეტის მედიის სკოლის სტუდენტებისთვის WICMI-ის სასერტიფიკატო პროგრამის - „გააზიარე ცოდნა, გააზიარე გამოცდილება“ - პირველი ონლაინ ლექცია ჩატარდა.