ინტერაქციული სივრცეები

კანტინერია - უნივერსიტეტის კაფეტერია. დიდი შესვენებების დროს, CU სტუდენტები ამ სივრცეში ატარებენ დროს.

 

ლიტერატურული კაფე - ეს არის უნივერსიტეტის ლიტ.კაფე, სადაც ჩვენი სტუდენტები თავისუფალ დროს, მეგობრებთან ერთად ატარებენ.

 

 

ბიბლიოთეკა - ბიბლიოთეკა მოიცავს უნივერსიტეტში არსებული სპეციალობებისთვის საჭირო სასწავლო, სამეცნიერო და დამხმარე ლიტერატურას. საბიბლიოთეკო რესურსებს შორის მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ელექტრონულ ბიბლიოთეკას. ბიბლიოთეკის მეორე სართულზე განთავსებულია კომპიუტერები და სტუდენტებს აქვთ შესაძლებლობა ჯგუფური პროექტები და პრეზენტაციები ამ სივრცეში შეასრულონ.

 

 წიგნის მაღაზია ლიბრარეა - ლიბრარეაში შეგიძლიათ შეიძინოთ წიგნები და კავკასიის უნივერსიტეტის ბრენდირებული ნივთები. სივრცე განკუთვნილია სხვადასხვა საინტერესო ღნისძიებისთვის, როგორიცაა საჯარო ლექცია, წიგნის პრეზენტაცია, გამოფენა-გაყიდვა. აქ დროის გატარება ძალიან სასიამოვნოა.

 

 

 

 

 

 

 

 

საკონფერენციო დარბაზი - კავკასიის უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში იმართება საერთაშორისო და შიდა სასკოლო კონფერენციები, საჯარო ლექციები, კულტურული ღონისძიებები და სხვა შეხვედრები. CU დარბაზი ინტელექტ კლუბის „რა? სად? როდის?“ ოფიციალური მასპინძელია.