ჭადრაკის ჩემპიონატი - „CU CUP 2023“

12 ოქტომბერი 2023

11 ოქტომბერს, კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტური და ორგანიზაციული ღონისძიებების სამსახურის ინიციატივით CU-ში ჭადრაკის ჩემპიონატი - „CU CUP 2023“ ჩატარდა.

 

საჭადრაკო ტურნირზე მონაწილეობა CU-ის 70-მა ქართველმა და უცხოელმა სტუდენტმა მიიღო.

 

პირველ ადგილზე გასულ მონაწილეს კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა, კახა შენგელიამ, გარდამავალი თასი, ხოლო სამივე გამარჯვებულს კავკასიის უნივერსიტეტის წიგნების მაღაზიის - "ლიბრარეა"-ს სასაჩუქრე ვაუჩერები გადასცა.

 

საპრიზო ადგილები შემდეგნაირად გადანაწილდა:

 

  • I ადგილი - ნოდარ თათოშვილი (CSB)
  • II ადგილი - დავით კაკაბაძე (CST)
  • III ადგილი - ირაკლი აბუაშვილი (CSE)

 

CU მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია • Georgian Chess Federation და Coca-Cola Bottlers Georgia