CU-ის სასწავლო ტური საბერძნეთში

18 ნოემბერი 2023

კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტები სასწავლო ტურით საბერძნეთში, ათენში, იმყოფებოდნენ CU-ის პრეზიდენტთან, კახა შენგელიასთან, ერთად.

 

ტურის ფარგლებში სტუდენტებმა მოინახულეს ათენის სხვადასხვა ღირსშესანიშნაობები, კულტურული და ისტორიული ძეგლები, კერძოდ: აკროპოლისი, აკროპოლისის მუზეუმი, ოლიმპიური სტადიონი, ადრიანეს თაღი, ანაფიოტიკა, სინტაგმა, ბოტანიკური ბაღი, ფსირი, დელფოსი, სუნიონი, კორინთოს არხი, მიკენი, ეპიდავროსი, ნავპლიო, არქეოლოგიური მუზეუმი, ბენაკის მუზეუმი, ანტიკური ოლიმპია. გაეცნენ საბერძნეთის ისტორიასა თუ მითოლოგიას. CU სასწავლო ტურს უძღვებოდა ელინისტი და მთარგმნელი თათია მთვარელიძე.

 

გარდა აღნიშნულისა, სტუდენტები ესტუმრნენ ათენის ბერძნულ-ქართულ ინსტიტუტსა და კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრ „კავკასიას“, რომლის დამფუძნებელიც CU-ის საპატიო დოქტორი, ცნობილი ქართველი ელინისტი ავთანდილ მიქაბერიძეა. კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა, კახა შენგელიამ, სამახსოვრო საჩუქრები გადასცა ცენტრის წარმომადგენლებს. ასევე, მან ათენში მცხოვრებ ქართველ ემიგრანტებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართა თემაზე - „უმაღლესი განათლების მიღების შესაძლებლობები საქართველოში, უცხოეთში მცხოვრები ემიგრანტებისთვის“.

 

აღსანიშნავი და სასიხარულოა, რომ კახა შენგელიას ინიციატივით, შეირჩა ათენში მცხოვრები ორი ემიგრანტი, რომლებსაც საშუალება ექნებათ სრულიად უფასოდ ისწავლონ CU-ში, შემდგომ კი საქართველოში დასაქმდნენ თავიანთი პროფესიით.

 

შეხვედრის ფარგლებში, CU-ის სტუდენტური და ორგანიზაციული ღონისძიებების სამსახურის უფროსმა, მერი ხვიჩიამ, საინფორმაციო შეხვედრა ჩაატარა კავკასიის უნივერსიტეტის შესახებ. დამსწრე აუდიტორიას გააცნო უნივერსიტეტის ისტორია, არსებული პროგრამები, სამომავლო გეგმები და სხვა.

 

სასწავლო ტურის ფარგლებში, გაიმართა სხვადასხვა შემეცნებით-გასართობი აქტივობა, რომელში გამარჯვებულ სტუდენტებსაც უნივერსიტეტის პრეზიდენტმა CU-ის ბრენდირებული ნივთები და სხვა საჩუქრები გადასცა.