საფეხბურთო ჩემპიონატი ‘'ფეფეს თასი 2024“

23 სექტემბერი 2024

23 სექტემბერს, კავკასიის უნივერსიტეტის კამპუსში, რიგით მეშვიდე საფეხბურთო ჩემპიონატი "ფეფეს თასი 2024“ დაიწყო.

 

აღსანიშნავია, რომ ჩემპიონატი კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტის, გიორგი ნიშნიანიძის (ფეფეს) სახელს ატარებს და უკვე მეშვიდე წელია,  კავკასიის უნივერსიტეტში ტარდება.

 

წლევანდელი ლიგის ჩემპიონატი გახსნა კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა კახა შენგელიამ და გიორგი ნიშნიანიძის მამამ მამუკა ნიშნიანიძემ.

 

2024 წლის ლიგაში მონაწილეობას იღებს, როგორც ქართველი, ასევე უცხოელი სტუდენტებისგან  დაკომპლექტებული 49  და კავკასიის უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ერთი გუნდი. თამაშებს უძღვებიან საქართველოს ფეხბურთის ფედერაციიდან მოწვეული მსაჯები. 

 

„ფეფეს თასი 2024“-ის ფინალი 2 ოქტომბერს ჩატარდება, სადაც საპრიზო ადგილზე გასული გუნდები გამოვლინდებიან.

 

პირველ ადგილზე გასულ გუნდს გადაეცემა "ფეფეს თასი 2024“-ის გარდამავალი თასი, ასევე პირველ, მეორე და მესამე ადგილზე გასულ გუნდებს, კავკასიის უნივერსიტეტისგან გადაეცემათ 1000, 750 და 500 ლარიანი სასაჩუქრე ვაუჩერები.

 

პირველ ადგილზე გასული გუნდი მომდევნო ერთი წლის განმავლობაში უნივერსიტეტის სახელით იასპარეზებს სხვადასხვა ჩემპიონატში.

 

ჩემპიონატის სპონსორები არიან: Sandora georgia და Red Bull.