საჯარო ლექცია - ცნობიერების ამაღლება თანაბარი უფლებებისთვის

17 ნოემბერი 2022

17 ნოემბერს, კავკასიის უნივერსიტეტის წიგნის მაღაზიაში „ლიბრარეა“ CU-ის სტუდენტებისთვის საჯარო ლექცია ჩატარდა თემაზე - „სამოქალაქო საზოგადოება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებისთვის საქართველოში."

 

ღონისძიებას წარუძღვნენ: ანა ხაჭაპურიძე, ნიკა დონჯაშვილი და გიორგი ხიზანიშვილი, ორგანიზაციების - "ცვლილებები თანაბარი უფლებებისათვის" და "კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის" - წარმომადგენლები.

 

შეხვედრაზე განხილული იყო ისეთი თემები, როგორებიცაა: შეზღუდული შესაძლებლობის განმარტება, სამედიცინო და სოციალური მოდელი; ტერმინები; ბარიერები; საკანონმდებლო ჩარჩო; უნივერსალური დიზაინი; ინკლუზიური განათლება; ქცევა; ეტიკეტი.

 

აღნიშნულ პროექტს ახორციელებენ ორგანიზაციები - "ცვლილებები თანაბარი უფლებებისათვის" და "კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის", ევროკავშირთან თანამშრომლობით.