ბიზნესის სკოლის დოქტორანტები სტამბოლის ოცდამეთორმეტე საერთაშორისო კონფერენციაზე

7 სექტემბერი 2023

5-7 სექტემბერს, კავკასიის ბიზნესის სკოლის, მენეჯმენტის ინგლისურენოვანი სადოქტორო პროგრამის დოქტორანტებმა ნინო ბერიშვილმა და იაშარ იბრაგიმოვმა მიიღეს მონაწილეობა „სტამბოლის ოცდამეთორმეტე საერთაშორისო ბიზნესის,მენეჯმენტის, განათლებისა და სამართლის კონფერენციაში“.

 

ნინო ბერიშვილმა და იაშარ იბრაგიმოვმა წარადგინეს სამეცნიერო ნაშრომი თემაზე: „თანამშრომელთა მოტივაციის გავლენა ორგანიზაციულ პროცესებზე ციფრული ტრანსფორმაციის დროს“.

 

ღონისძიებაში მონაწილეობას იღებდნენ სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები: ინდოეთი, ინდონეზია, იაპონია, იორდანია, ლიბანი,  პოლონეთი, შვედეთი და კანადა. მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები და ნაშრომები გამოქვეყნდა კონფერენციის ჟურნალში.