11-12 დეკემბერს, ევროკავშირის Erasmus+ პროექტის „მესამე მისიის ხარისხის და შესაბამისობის გაძლიერება საქართველოს უნივერსიტეტებში (SQUARE)“ფარგლებში, გაიმართა საერთაშორისო დასკვნითი კონფერენცია „მესამე მისიის როლი უნივერსიტეტებში - ადგილობრივი და გლობალური პერსპექტივა“. პროექტის ეროვნულ და საერთაშორისო პარტნიორებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა უმასპინძლა.