სიახლეები

03
ოქტ
„ფეფეს თასი 2023“- ის ფინალი

კავკასიის უნივერსიტეტის სპორტულ მოედანზე, CU-ის სტუდენტური და ორგანიზაციული ღონისძიებების სამსახურის ორგანიზებით, საფეხბურთო ჩემპიონატი „ფეფეს თასი 2023“-ის ფინალი გაიმართა.

 

03
ოქტ
საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის შეხვედრა პირველკურსელებთან

საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტმა, კავკასიის უნივერსიტეტის პირველკურსელთათვის გაცნობითი შეხვედრა ჩაატარა.

03
ოქტ
ჟან მონეს საერთაშორისო კონფერენცია „დემოკრატია, კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებების დაცვა ევროკავშირში“

29-30 სექტემბერს, შოთა რუსთაველის ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ჟან მონეს საერთაშორისო კონფერენციას „დემოკრატია, კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებების დაცვა ევროკავშირში“ უმასპინძლა.

03
ოქტ
მსოფლიო დიპლომატიისა და პოლიტიკის სამიტი 2023

მსოფლიო დიპლომატიისა და პოლიტიკის სამიტი 2023 დუბაიში გაიმართა, რომელშიც 70 ქვეყნის წარმომადგენელი იღებდა მონაწილეობას. საქართველოს ერთადერთი დელეგატი ყავდა, კავკასიის უნივერსიტეტის სახელმწიფო მართვის სკოლის სტუდენტი ნოდარ ბოკერია.

02
ოქტ
საუბრები ლიბრარეაში - ''პიროვნული განვითარებიდან – პროფესიონალიზმამდე''

სტუდენტური და ორგანიზაციული ღონისძიებების სამსახურის ორგანიზებით, კავკასიის უნივერსიტეტის წიგნის მაღაზია „ლიბრარეაში“, სალონური საუბრები Deal Company-ის თანადამფუძნებელ სალომე სულავასთან გაიმართა.

02
ოქტ
ბიზნესის ადმინისტრირების ერთობლივი პროგრამის სალექციო პროცესი დაიწყო

CSB-ისა და რენის ბიზნესის სკოლის პირველი 3 წლიანი ერთობლივი საბაკალავრო პროგრამის სალექციო პროცესი უკვე დაიწყო. პროგრამის სტუდენტები 2 წელი საქართველოში და 1 წელი სრულად საფრანგეთში ისწავლიან.

02
ოქტ
ჟურნალის „ჯანდაცვის პოლიტიკა, ეკონომიკა და სოციოლოგია“ ახალი ნომერი

გამოიცა კავკასიის უნივერსიტეტის რეცენზირებადი საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალის „ჯანდაცვის პოლიტიკა, ეკონომიკა და სოციოლოგია“ მე-7 (1) ნომერი.

02
ოქტ
სახელმწიფო მართვის სკოლის დეკანი პროექტ „საჯარო მმართველობის რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში“ დასკვნით კონფერენციაზე

29 სექტემბერს, სახელმწიფო მართვის სკოლის დეკანმა და Nispacee პრეზიდენტმა, ეკა აკობიამ მონაწილეობა მიიღო საქართველოში ევროკავშირის დელეგაციისა და მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებულ ევროკავშირის პროექტის „საჯარო მმართველობის რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში“ დასკვნით კონფერენციაში.

28
სექ
CU-ის როლი სტარტაპების წარმატებაში

კავკასიის უნივერსიტეტში, ინოვაციების და მეწარმეობის ცენტრის ორგანიზებით გაიმართა პანელური დისკუსია თემაზე: „CU-ის როლი სტარტაპების წარმატებაში“.

28
სექ
ლექციები ჟან მონეს მოდულის ფარგლებში 2023, შემოდგომის სემესტრი

2022 წელს, ერასმუს+ ჟან მონეს აქტივობების კონკურსში, გაიმარჯვა კავკასიის უნივერსიტეტის, კერძოდ, კავკასიის სამართლის სკოლის მოდულმა „სამართლის პროგრამების ევროპეიზაცია საქართველოში“ (Jean Monnet Module: 101084764 — EU-LP-GE).

27
სექ
ენების ევროპული დღე

26 სექტემბერს, კავკასიის უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში ტრადიციად ქცეული „ენების ევროპული დღისადმი“ მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. ევროსაბჭოს წევრი ქვეყნები ამ დღეს უკვე 22 წელია აღნიშნავენ ლინგვისტური და კულტურული მრავალფეროვნების მხარდასაჭერად.

26
სექ
ხაშურის თემის ელჩების ვიზიტი კავკასიის უნივერსიტეტში

25 სექტემბერს, კავკასიის უნივერსიტეტს ხაშურის თემის ელჩები - 9, 10, 11, 12 კლასელები - ესტუმრნენ. მოსწავლეებს ჩაუტარდათ საინფორმაციო შეხვედრა კავკასიის უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამებისა და იმ შესაძლებლობის შესახებ, რასაც CU აბიტურიენტებს სთავაზობს.

 

26
სექ
კავკასიის უნივერსიტეტის დელეგაციის ვიზიტი ინჰოლანდის უნივერსიტეტში

25 სექტემბერს, კავკასიის უნივერსიტეტის დელეგაცია, უნივერსიტეტის პრეზიდენტის, კახა შენგელიას  ხელმძღვანელობით  ინჰოლანდის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტს ეწვია. 

25
სექ
World GO Day

კავკასიის უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში, ონკო-გინეკოლოგიის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი შეხვედრა გაიმართა.

 

22
სექ
Women in Tech CCA დაჯილდოების ცერემონიალი

22 სექტემბერს, გაიმართა Women in Tech CCA დაჯილდოების ცერემონიალი. ცერემონიის ფარგლებში დაჯილდოვდნენ სტუდენტები, რომლებმაც წარმატებით დაასრულეს შეღწევადობის ტესტირების პროგრამა.

22
სექ
Erasmus+ გაცვლითი პროგრამები, 2024 გაზაფხულის სემესტრი

კავკასიის უნივერსიტეტი აცხადებს 2024 წლის გაზაფხულის სემესტრისთვის Erasmus + ის გაცვლით პროგრამაში მონაწილეობისათვის განაცხადების მიღებას.

21
სექ
კავკასიის უნივერსიტეტში „ფეფეს თასი 2023“ დაიწყო

21 სექტემბერს, კავკასიის უნივერსიტეტის კამპუსში, CU-ის სტუდენტური და ორგანიზაციული ღონისძიებების სამსახურის ორგანიზებით რიგით მეშვიდე საფეხბურთო ჩემპიონატი "ფეფეს თასი 2023“ დაიწყო.

20
სექ
Q&A სესია - ადამიანის უფლებები და გენდერული თანასწორობა საქართველოსა და იტალიაში

20 სექტემბერს, კავკასიის უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში, CU-ის სტუდენტური თანასწორობის კლუბის ორგანიზებით, Q&A სესია გაიმართა თემაზე - ადამიანის უფლებები და გენდერული თანასწორობა საქართველოსა და იტალიაში.

20
სექ
საერთაშორისო კონფერენცია ხორვატიაში

18-19 სექტემბერს კავკასიის სახელმწიფო მართვის სკოლის დეკანმა, პროფესორმა ეკა აკობიამ მონაწილეობა მიიღო ზაგრების უნივერსიტეტის პოლიტიკურ მეცნიერებათა დეპარტამენტის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო კონფერენციაში: ეროვნული უმცირესობები, მიგრაცია და უსაფრთხოება (ბრიჟუნი, ხორვატია).

20
სექ
ტარტუს უნივერსიტეტის წარმომადგენლების ვიზიტი კავკასიის უნივერსიტეტში

19 სექტემბერს, კავკასიის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტმა, ტარტუს უნივერსიტეტის წარმომადგენლებს CU-ის კამპუსში უმასპინძლა.