სიახლეები

19
ოქტ
შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებთან

19 ოქტომბერს, კავკასიის უნივერსიტეტის სახელმწიფო  მართვის  სკოლის დეკანი, ეკა აკობია საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს შეხვდა

 

18
ოქტ
ვივიან ვოკერის საჯარო ლექცია

18 ოქტომბერს, კავკასიის უნივერსიტეტში მშვიდობის კვლევების ინსტიტუტისა და კავკასიის მედიის სკოლის ორგანიზებით გაიმართა სამხრეთ კალიფორნიის საჯარო დიპლომატიის ცენტრის მკვლევარის, ვივიან ვოკერის (PHD) საჯარო ლექცია თემაზე ,,დეზინფორმაცია და სტრატეგიული კომუნიკაცია."

10
ოქტ
გასვლითი ლექცია საქართველოს პარლამენტში

10 ოქტომბერს,  კავკასიის  სახელმწიფო მართვის სკოლის სტუდენტებს ჩუტარდათ გასვლითი ლექცია საქართველოს პარლამენტში.

05
ოქტ
CSG-ის მაგისტრანტების ვიზიტი სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ სათაო ოფისში და ქვესადგურში „დიდუბე 220“

5 ოქტომბერს კავკასიის უნივერსიტეტის სახელმწიფო მართვის სკოლის მაგისტრანტები ენერგეტიკული უსაფრთხოების საკითხების შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“, სათაო ოფისს ესტუმრნენ.

01
სექ
CSG-ის ჟან მონეს საზაფხულო სკოლა

1-ლ სექტემბერს, კავკასიის უნივერსიტეტში, საზაფხულო სკოლა „ევროკავშირი: მიმდინარე საკითხები და პოლიტიკა“ დასრულდა.

14
ივლ
CSG სამაგისტრო ნაშრომის დაცვა

14 ივლისს კავკასიის სახელმწიფო მართვის სკოლის საერთაშორისო ურთიერთობებისა და დიპლომატიის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტების სამაგისტრო ნაშრომის დაცვა გაიმართა.

09
ივლ
CSG დოქტორანტთა პროსპექტუსისა და კოლოქვიუმის ზეპირი დაცვა

9 და 14 ივლისს, კავკასიის უნივერსიტეტის სახელმწიფო მართვის სკოლის სადოქტორო პროგრამა საერთაშორისო ურთიერთობებში ფარგლებში, შედგა 2016 წლის მიღების დოქტორანტთა პროსპექტუსისა და კოლოქვიუმის ზეპირი დაცვები.

29
მაი
სახელმწიფო მართვის სკოლის შიდა სასკოლო კონფერენცია

29 მაისს, კავკასიის უნივერსიტეტში, სახელმწიფო მართვის სკოლის რიგით IX შიდა სასკოლო-სტუდენტური კონფერენცია გაიმართა.

24
მაი
CSG-ის დეკანი Nispacee საორგანიზაციო კომიტეტის წევრი გახდა

24-26 მაისს იაშში (რუმინეთი), ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ინსტიტუტებისა და სკოლების საჯარო ადმინისტრირების ქსელის (Nispacee) 26-ე ყოველწლიური კონფერენცია - „საჯარო ადმინისტრირება კეთილდღეობისა და ზრდისთვის“ გაიმართა.

21
მაი
კავკასიის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკას ალექსანდრე რონდელის წიგნის - „პატარა ქვეყანა საერთაშორისო სისტემაში“ 40 ეგზემპლარი შეემატა

21 მაისს, ალექსანდრე რონდელის მემკვიდრის, მარიამ რონდელის გადაწყვეტილებით, კავკასიის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკას საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდში (რონდელის ფონდი) დაცული ალექსანდრე რონდელის წიგნის - „პატარა ქვეყანა საერთაშორისო სისტემაში“ (2003) 40 ეგზემპლარი გადაეცა.