21 ივნისს, კავკასიის ტექნოლოგიების სკოლის გრაფიკული დიზაინის საბაკალავრო პროგრამას აკრედიტაცია 4 წლის ვადით მიენიჭა.
21 ივნისს, კავკასიის ტექნოლოგიების სკოლის გრაფიკული დიზაინის საბაკალავრო პროგრამას აკრედიტაცია 4 წლის ვადით მიენიჭა.
21 ივნისს, კავკასიის უნივერსიტეტის დელეგაცია პარტნიორ უნივერსიტეტს - ჩრდილოეთ მაკედონიის უნივერსიტეტის ამერიკულ კოლეჯს - ეწვია.
16 ივნისს, კავკასიის უნივერსიტეტში სტუდენტებისთვის დებატები გაიმართა.
საქართველოს, კერძოდ კავკასიის უნივერსიტეტს, 19 ივნისიდან - 2 ივლისამდე, აშშ-ის ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის ტურიზმისა და ბიზნესის ადმინისტრირების სტუდენტ-მკვლევართა ჯგუფი სტუმრობს.
17 ივნისს, კავკასიის უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში, დაინტერესებული პირებისთვის პირველი 3 წლიანი ერთობლივი მასპინძლობის მენეჯმენტის საბაკალავრო პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც კავკასიის უნივერსიტეტი ფერლი დიკინსონის უნივერსიტეტთან ერთად ახორციელებს.
17 ივნისს, გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტმა კავკასიის უნივერსიტეტის წარმომადგენლებს უმასპინძლა.
13 ივნისს, კავკასიის უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში, კიბერუსაფრთხოების ლიგის პირველი ჰაკატონი/ტური გაიმართა.
6-8 ივნისს, კავკასიის უნივერსიტეტის წიგნის მაღაზია, „ლიბრარეამ“, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის ინიციატივით, ამერიკული და ინგლისური ლიტერატურის ახალგაზრდა მკვლევარებს უმასპინძლა, რომლებმაც ისაუბრეს ინგლისური და ამერიკული მაღალი მოდერნიზმის შესახებ.
13 ივნისს, სასერტიფიკატო პროგრამის - „გააზიარე ცოდნა, გააზიარე გამოცდილება“ - ფარგლებში რიგით მეხუთე ონლაინ ლექცია ჩატარდა.
10 ივნისს, “ელიას მოსილის სამკერვალო სახლში” კალიგრაფთა გამოფენა „თერძი“ გაიხსნა, რომლის მხარდამჭერიც კავკასიის უნივერსიტეტი იყო.
11 ივნისს, „თბილისის სტუდენტური თასი 2022"-ის ფარგლებში, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტში ნარდის ჩემპიონატი გაიმართა.
10 ივნისს, ხეცურიანის სომელიეს და ღვინის სკოლა | კავკასიის უნივერსიტეტის ქუთაისის ფილიალის დაფუძნების ცერემონია ისტორიულ - ეთნოგრაფიული მუზეუმის შენობაში გაიმართა.
13 ივნისს, კავკასიის სამართლის სკოლის პირველი კურსის სტუდენტები ვაზიანის მე-4 ქვეითი ბრიგადის ბაზას ესტუმრნენ.
3-4 ივნისს, გარემოს დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით კავკასიის უნივერსიტეტისა და კომპანია “Esco-S•ესკო-ესი”-ის ინიციატივით ჩატარდა ორდღიანი სამუშაო შეხვედრა. შეხვედრის ფარგლებში, მოეწყო საჯარო ლექციები, სემინარი/ვორქშოფი, გარემოსდაცვითი თავისუფალი აქტივობები.
9-10 ივნისს, კავკასიის უნივერსიტეტში, გაიმართა პირველადი დახმარების კონკურსი, მედიცინით დაინტერესებული აბიტურიენტებისთვის.
11 ივნისს, კავკასიის უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში, აბიტურიენტებისთვის საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
9 ივნისს, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში, განათლების ინტერდისციპლინური უმაღლესი განათლების დარგობრივი საბჭოს რიგით მესამე სხდომა გაიმართა.
8 ივნისს, მეხიკო სითიში, უნივერსიტეტთა პრეზიდენტების საერთაშორისო ასოციაციის (IAUP) დირექტორთა საბჭოს სხდომა გაიმართა ჰიბრიდულ ფორმატში.
საერთაშორისო რეფერირებად ჟურნალში “International Journal of Infertility & Fetal Medicine“ გამოქვეყნდა პროფესორ თენგიზ ვერულავას სამეცნიერო სტატია „Fertility Awareness and Knowledge among Infertile Women in Georgia: A Cross-sectional Study“.
7 ივნისს, კავკასიის უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში, მედიცინის და ჯანდაცვის მენეჯმენტის სკოლის სტუდენტებისა და აბიტურიენტებისთვის საჯარო ლექცია გაიმართა თემაზე "ჯანდაცვის სისტემის გამოწვევები საქართველოში".