სიახლეები

10
მაი
ლექცია თემაზე - „ევროპის აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივა და საქართველო“

10 ივნისს, კავკასიის უნივერსიტეტში აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივის 10 წლისთავთან და ევროპის დღეებთან დაკავშირებით, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის ინიციატივით, გაიმართება ღია ლექცია.

07
მაი
გავიცნოთ ევროპა. ევროპა ჩვენი არჩევანია

7 მაისს, კავკასიის უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის ევროპისმცოდნეობის სპეციალობის მესამე კურსის სტუდენტებმა, თბილისის 162-ე საჯარო სკოლის მეათე კლასის მოსწავლეთათვის ჩაატარეს გაკვეთილი.

30
აპრ
ჯუდი ელიოტის საჯარო ლექცია

30 აპრილს კავკასიის უნივერსიტეტში, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის ორგანიზებით გაიმართა სამოქალაქო განათლების სპეციალისტისა და ტრენერის (აშშ) პროფესორის, ჯუდი ელიოტის საჯარო ლექცია, თემაზე - „კარიერის დაგეგმვა და კარიერული ინტერესები“.

09
აპრ
CSH-ის სტუდენტების გასვლითი ლექცია

9 აპრილს ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის ისტორიის სპეციალობის პირველი კურსის სტუდენტებმა ყვავილებით შეამკეს 1989 წლის 9 აპრილს დაღუპულთა მემორიალი.

02
მარ
ლექციათა ციკლი CSH სტუდენტებისთვის

13 მარტს, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის ინიციატივით, გაიმართა ევროპისმცოდნეობის ბაკალავრის და საერთაშორისო ურთიერთობის მაგისტრის თათია მოსიძის ლექცია.

10
მარ
CSH-ის სტუდენტები „Step Forward“-ის ტრენინგზე

10 მარტს, კავკასიის უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის ევროპისმცოდნეობისა და ისტორიის სპეციალობის მესამე კურსის სტუდენტებმა კომპანიის „Step Forward“ დახმარებით, გაიარეს ტრენინგი დასაქმების საკითხებთან დაკავშირებით.

22
ნოე
CSH-ის სტუდენტების ვიზიტი პარლამენტში

22 ნოემბერს, პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, თამარ ხულორდავა კავკასიის  უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის სტუდენტებს შეხვდა.

 

14
ნოე
CSH-ის დეკანის ვიზიტი ლილის კათოლიკურ უნივერსიტეტში

12-16 ნოემბერს, კავკასიის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის დეკანი დავით ნატროშვილი „Erasmus +“ პროგრამის ფარგლებში საფრანგეთის ქალაქ ლილში „ლილის კათოლიკურ უნივერსიტეტს“ სტუმრობდა.

18
ოქტ
CSH-ის პროფესორის საერთაშორისო წარმატება

კავკასიის უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის პროფესორის, ირმა ხაჩიძის კვლევითმა პროექტმა საერთაშორისო კონკურსში - Enlighten Your Research (EYR) გაიმარჯვა.