19 ივნისს, კავკასიის უნივერსიტეტში პირველი 3 წლიანი ერთობლივი კომპიუტერული მეცნიერების საბაკალავრო პროგრამის წარდგენა გაიმართა.
19 ივნისს, კავკასიის უნივერსიტეტში პირველი 3 წლიანი ერთობლივი კომპიუტერული მეცნიერების საბაკალავრო პროგრამის წარდგენა გაიმართა.
კავკასიის უნივერსიტეტსა და ვანდეს კათოლიკურ უნივერსიტეტს, საფრანგეთი (ICES Catholic University of Vendée), შორის ურთიერთთანამშრომლობის შეთანხმებას მოეწერა ხელი.
19 ივნისს, კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტური და ორგანიზაციული ღონისძიებების სამსახურის ინიციატივით, CU-ის კამპუსში ფეხბურთის ჩემპიონატი „CU 25“ დაიწყო, რომელიც კავკასიის უნივერსიტეტის 25 წლის იუბილეს ფარგლებში იმართება.
კავკასიის უნივერსიტეტის კარიერული განვითარების და დასაქმების ხელშეწყობის დეპარტამენტის ორგანიზებით, 16 ივნისს კავკასიის უნივერსიტეტში, მმართველობითმა საკონსულტაციო კომპანიამ "სინერჯი ჯგუფმა" სტუდენტებისთვის ჩაატარა პრაქტიკული სემინარი (Work shop) თემაზე - ,,რთული სტრატეგიული ამოცანების გადაწყვეტის მიდგომები'' (Problem-Solving);
12-16 ივნისს, კავკასიის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტმა, გდანსკის უნივერსიტეტის, პოლონეთი (University of Gdansk, Poland) სამართლისა და ადმინისტრირების და ენის ფაკულტეტების ადმინისტრაციის წარმომადგენლებსა და კატოვიცეს ეკონომიკის უნივერსიტეტის, პოლონეთი (University of Economics in Katowice, Poland) პროფესორს, საერთაშორისო ეკონომიკის დეპარტამენტიდან, Erasmus + აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის მობილობის ფარგლებში უმასპინძლა.
აბიტურიენტებმა წარმოადგინეს ნამუშევრები თემაზე: "შენი თვალით დანახული ხელოვნების თავისუფლება". პროგრამის კომისიამ ჩაატარა გასაუბრება და შესაბამისად შეაფასა თითოეული მათგანი.
16 ივნისს, კავკასიის უნივერსიტეტში, მედიცინის პროგრამის უცხოელი სტუდენტებისათვის, მორიგი საორიენტაციო შეხვედრა გაიმართა.
კავკასიის უნივერსიტეტის ინოვაციების და მეწარმეობის ცენტრმა ბათუმის ტექნოპარკში გამართა შეხვედრა თემაზე: „როგორ შევქმნათ სტარტაპი ნულიდან“. ღონისძიებას დაესწრნენ სკოლის მოსწავლეები და დაინტერესებული პირები.
8-12 ივნისს, კავკასიის უნივერსიტეტის არქიტექტურის სტუდიის ხელმძღვანელი, ლუკა ქობალია, ევროკავშირისა და Black Sea Basin CBC-ის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო კონფერენციის: ,,ახალი საინვესტიციო შესაძლებლობების შექმნა კულტურული მნიშვნელობის ადგილებში" - ფარგლებში, რუმინეთში იმყოფებოდა.
კავკასიის უნივერსიტეტის ინოვაციების და მეწარმეობის ცენტრმა ოზურგეთის ტექნოპარკში გამართა შეხვედრა თემაზე: „როგორ შევქმნათ სტარტაპი ნულიდან“. ღონისძიებას დაესწრნენ სკოლის მოსწავლეები და დაინტერესებული პირები.
14 ივნისს, კავკასიის უნივერსიტეტში საჯარო ლექცია გაიმართა თემაზე: ეკონომიკური კრიზისები - რა ვისწავლეთ? კიდევ რა მოლოდინი შეიძლება გვქონდეს?
კავკასიის უნივერსიტეტმა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტთან პარტნიორობით გაიმარჯვა, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2022 წლის 02 ივნისის №582615 ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული „კონკურენტული ინოვაციის ფონდის CIF-ის (საქართველო I2Q ინოვაცია, ინკლუზიურობა და ხარისხი კონკურენტული ინოვაციის ფონდი) ფარგლებში გამოცხადებულ, პირველ საგრანტო კონკურსში.
8 ივნისს, კავკასიის სამართლის სკოლის ასოცირებულმა პროფესორმა გიგა აბუსერიძემ მონაწილეობა მიიღო ბრისტოლის უნივერსიტეტისა (The University of Bristol, UK) და ხარკოვის ეროვნული საჰაერო კოსმოსური უნივერსიტეტის (National Aerospace University "Kharkiv Aviation Institute, UA) მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო კონფერენციაში - "Building Resilience in Challenging Environments".
14 ივნისს, კავკასიის უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში, ცნობილი თურქი მთარგმნელისა და ქართველოლოგის, ასოცირებული პროფესორის ჰარუნ ჩიმქეს მიერ თურქულ ენაზე თარგმნილი ჭაბუა ამირეჯიბის წიგნის „დათა თუთაშხიას“ პრეზენტაცია გაიმართა.
13 ივნისს კავკასიის უნივერსიტეტის წიგნის მაღაზია “ლიბრარეა“-ში, გაიმართა რეცენზირებადი საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალის „ჯანდაცვის პოლიტიკა, ეკონომიკა და სოციოლოგია“ მე-6 ნომრის პრეზენტაცია.
კავკასიის უნივერსიტეტის ინოვაციების და მეწარმეობის ცენტრმა ზუგდიდის, ტექნოპარკში, გამართა შეხვედრა თემაზე: „როგორ შევქმნათ სტარტაპი ნულიდან“. ღონისძიებას დაესწრნენ სკოლის მოსწავლეები და დაინტერესებული პირები.
კავკასიის უნივერსიტეტის "თანასწორობის კლუბის“ ინიციატივით, კავკასიის უნივერსიტეტის ანბანის ბაღში გაიმართა შეხვედრა თემაზე „შიში, შფოთვა და დეპრესია“, რომელიც მიზნად ისახავს 18-22 წლის ახალგაზრდების ინფორმირებას ფართოდ გავრცელებული მენტალური ჯანმრთელობის პრობლემებზე, მათი იდენტიფიცირების გზებსა და გამოხატულებებზე.
კავკასიის სახელმწიფო მართვის სკოლამ (CSG) მონაწილეობა მიიღო ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროექტში EDUPART, რაც მოიცავდა საჯარო პოლიტიკასა და ადმინისტრირებაში დისტანციური სწავლების სამი კურსის ჩატარებას DSL Moodle-ის საშუალებით:
კავკასიის უნივერსიტეტის ინოვაციების და მეწარმეობის ცენტრის სტარტაპ პრე-აქსელერაციის პროგრამა Cunicorn - ის მეშვიდე კვირის აქტივობები გაიმართა. პროგრამის მონაწილეები გაეცნენ ძლიერი სტარტაპ გუნდების განვითარების და მართვის ძირითად პრინციპებს.
კავკასიის უნივერსიტეტის წიგნის მაღაზია „ლიბრარეაში“, კარლ ცაისის ლიდერი ბიოტექნოლოგიური კომპანიის კავკასიის წარმომადგენლები CU-ის სტუდენტებს შეხვდნენ.